საავადმყოფოს შესახებ

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც  სამედიცინო  დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული  ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი.

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 35 წელზე მეტია ფუნქციონირებს. დღეისათვის ჩვენ შეგვიძლია  ერთდროულად 250 პაციენტს გაუწიოთ სამედიცინო მომსახურება. საავადმყოფოს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც ორი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ეს არის ემერჯენსის (გადაუდებელი დახმარების) განყოფილება, რომელიც  18  საწოლზეა გაშლილი  და პირველად  საქართველოში  პაციენტებს  სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის" პრინციპით სთავაზობს;  მეორე დონე - კლინიკის სტაციონარული განყოფილებაა, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს.

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში რამდენიმე უნიკალური დეპარტამენტია რომელთა ანალოგი საქართველოში არ არის: ონკოჰემატოლოგია, ნეიროქირურგია, ტოქსიკოლოგია, თორაკალური ქირურგია; ადრეული ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარებისა და  მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტები.

კლინიკას  დღეისათვის 200-ზე მეტი მაღალკვალიფიციური ექიმი და 300-ზე მეტი ექთანი ემსახურება. მუდმივად ხდება სამედიცინო პერსონალის გადამზადება ევროპისა და ამერიკის  პარტნიორ კლინიკებში, ტარდება ერთობლივი კონფერენციები და კონსილიუმები. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში  ექიმები მრავალკვირიან სტაჟირებას გადიან ავსტრიის, გერმანიის და იტალიის კლინიკებში. აღსანიშნავია ისიც, რომ მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომამდელ და  დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ბაზას წარმოადგენს, რაც  კლინიკის კონცეფციის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს  -  ახალგაზრდა სამედიცინო კადრების მომზადების განხორციელებას უზრუნველყოფს.

უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში კლინიკაში  თანმიმდევრულად მიმდინარეობს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ამ ეტაპისათვის დასრულებულია და სახეზე გვაქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნევროლოგიური, ონკოჰემატოლოგიური, ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის, ემერჯენსის მიმართულებები. სარემონტო სამუშაოებთან ერთად წარმოებს კლინიკის სამედიცინო აპარატურის სრული განახლება და ექიმების და პაციენტების განკარგულებაშია უახლესი კომპიუტერული და ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და კიუვეზები, ბიოქიმიური და კლინიკური ავტომატური ანალიზატორები, ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის აპარატურა. გარდა ამისა, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო საქართველოში პირველი კლინიკაა, სადაც ყველა სახის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სრულყოფილადაა გამოყენებული თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებები, რაც კიდევ უფრო ამაღლებს და საიმედოს ხდის სამედიცინო დახმარების ხარისხს.

ასე, რომ მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს დღეისთვის  შეუძლია უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრული სამედიცინო მომსახურება, ყველა დიაგნოზის მქონე როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული პაციენტისათვის.

წაიკითხე მეტი

მნიშვნელოვანი სიახლე

20 მარტი, 2014

იშვიათი ექოსკოპიური კვლევები...

  მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმი - ექოსკოპისტი ნინო წერეთელი ისეთ უნიკალური კვლევებს გთავაზობთ, როგორებიცაა:  ევროპული სტანდარტის მიხედვით უკვე გეგმიურ კვლევად აღიარებულ ახალშობილთა მენჯ-ბარძაყის სახსრის გამოკვლევა. კვლევის ჩატარება აუცილებელი ფაქტორია 2 თვემდე ყველა ახალშობილისათვის, რათა დროულად მოხდეს ბარძაყის სახსრის დისპლაზიის დიაგნოსტირება და მკურნალობა. დაავადების რისკ-ფაქტორებს ...

07 თებერვალი, 2014

ბავშვთა პლასტიკური და რეკონსტრუქციული უროლოგია

პირველად საქართველოში, ბავშვთა პლასტიკური და რეკონსტრუქციული უროლოგია მედიცინის დოქტორის, უროლოგ პაატა გიორგაძის მიერ მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა  ცენტრალურ  საავადმყოფოში. თანდაყოლილი მანკების (შარდის ბუშტის ექსტროფია, ეპისპადია, ჰიპოსპადია)  ოპერაციული მკურნალობა თანამედროვე მიდგომებით.   შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობა ენდოსკოპიური მეთოდით. არაინვაზიური მეთოდით მკურნალობა, შარდსასქესო სისტემის მწვავე ინფექციების დროს...

10 დეკემბერი, 2013

ამბულატორიულ სამსახურს კიდევ ერთი სერვისი დაემატა...

რესპირაციული შემთხვევის  ავადობის მატრებასთან დაკაბვშირებით მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული დეპარტამენტი მუშაობს სრული დატვირთვით. სამუშაო სააათები 9.00-1600 სთ-მდე.  ამ დროისათვის  ამბულატორიულ სამსახურს  კიდევ ერთი სერვისი, ოტოლარინგოლოგის მომსახურება დაემატა. 

ყველა სიახლის ნახვა
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30